არტ თერაპია არის შემოქმედებითი თერაპიული მიდგომა, რომელიც
საშუალებას აძლევს ბავშვებს გამოხატონ ემოციები, რომელთა სიტყვებით
გადმოცემაც შეიძლება მათთვის რთული იყოს. ხატვის, ფერწერის,
ძერწვის და ხელოვნების სხვა ფორმების გამოყენებით ბავშვები
იკვლევენ თავიანთ აზრებს, ემოციებს და გამოცდილებას უსაფრთხო და
სანდო სივრცეში.
როგორ ეხმარება არტ თერაპია:
ხელს უწყობს ემოციების
გაცნობიერებას სახალისო და შემოქმედებითი გზით;
ეხმარება ბავშვს ისეთი
ემოციების ჯანსაღად გამოხატვასა და გამკლავებაში, როგორიც არის
შიში, შფოთვა და იმედგაცრუება;
აძლიერებს
თავდაჯერებულობას და თვითგამოხატვას;
აუმჯობესებს
კონცენტრაციას, კომუნიკაციას და დაძლევის უნარებს.
არტ თერაპიის პროცესი არ მოითხოვს ბავშვისგან რაიმე განსაკუთრებულ
ხატვის უნარს - პროცესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საბოლოო
პროდუქტი!