“Carpe Diem” ლათინური სიტყვა არის და ნიშნავს “დაიჭირე წამი“, იცხოვრე დღევანდელი დღით.
ფრაზა "კარპე დიემ" მოგვიწოდებს, რომ კონცენტრირებული ვიყოთ აწმყო მომენტებზე. მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ აწმყო დროზე ფოკუსირება ფსიქიკურ კეთილდღეობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას მნიშვნელოვნად განაპირობებს.
პიროვნული განვითარების ცენტრი "კარპე დიემ" დაარსდა 2019 წელს. ორგანიზაციის მიზანს წარმოადგენდა "კარპე დიემ" გამხდარიყო ბავშვების, მოზარდების და მშობლების მხარდაჭერის სივრცე, ყოველდღიურ ცხოვრებისეულ გამოწვევებში.
"კარპე დიემ"-ის დაარსების დღიდან ჩვენი მისია არის მივაწოდოთ მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი პროექტები და ხელი შევუწყოთ ბავშვების შემეცნებით და სოციალური განვითარებას. ასევე, ორგანიზაციისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო მშობლების ემოციური მხარდაჭერა.
ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ შევიმუშავეთ სხვადასხვა საგანმანათლებლო და განვითარების პროგრამები:
"კარპე დიემ" -ის მისია უცვლელია: ვიყოთ პიროვნული ზრდის და მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის სივრცე ყველა ბავშვის, მოზარდისა და მშობლისათვის.
დროთა განმავლობაში, გაჩნდა მზარდი მოთხოვნა თერაპიულ სერვისებზე. ამის საპასუხოდ, 2024 წლიდან "კარპე დიემ"-მა გადაწყვიტა გადასულიყო თერაპიულ მომსახურებებზე. ამჟამად ორგანიზაცია ფოკუსირებულია ბავშვებისა და მოზარდების მენტალურ ჯანმრთელობაზე და თერაპიულ პროცესებში მშობლების ჩართულობაზე.
ჩვენი სურვილია, თერაპიული პროექტების მიწოდება მოხდეს მაღალი ხარისხის პროფესიონალურობით და მომხმარებელს შევთავაზოთ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასები.
ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია თერაპიულ სერვისებში მშობლების ჩართულობა. თერაპევტებსა და მშობლებს შორის თანამშრომლობითი მიდგომა მეტად ეფექტურს ხდის თერაპიულ პროცესს.
მომავალში, ჩვენ ვგეგმავთ მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი პროექტების შეთავაზებას, რათა შევქმნათ მეტი შესაძლებლობები მშობლების ჩართულობისთვის და გავხსნათ კარები ფსიქოლოგიით დაინტერესებული სტუდენტებისთვის, რათა მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება ამ სფეროში