ბავშვის აღზრდას ბევრი გამოწვევა ახლავს თან, ამიტომ მნიშვენლოვანია მშობლების მხარდაჭერა და სპეციალისტის რეკომენდაციები, რასაც "კარპე დიემ"-ში უზრუნველყოფს მშობლის კონსულტირების სერვისი. კონსულტირების მიზანია დაეხმაროს მშობლებს აღმოაჩინონ ბავშვის ემოციური, ქცევითი და განვითარების საჭიროებები.
"კარპე დიემ"-ში ჩვენ გვჯერა, რომ მშობლების ძლიერი ჩართულობა გადამწყვეტ როლს თამაშობს ბავშვის კეთილდღეობაში. ჩვენი საკონსულტაციო შეხვედრები ეხმარება მშობლებს უფრო თავდაჯერებულად, ინფორმირებულად და ემოციურად მომზადებულნი იყვნენ ბავშვის ზრდისთვის.