სერვისები ბავშვთა გეშტალტ თერაპია

ბავშვთა გეშტალტ თერაპია

children

გეშტალტ თერაპია არის ჰოლისტიკური მიდგომა, რომელიც ეხმარება ბავშვებსა და მოზარდებს უკეთ გაიცნონ საკუთარი თავი, აიმაღლონ ემოციური კომპეტენციები და დაამყარონ ჯანსაღი სოციალური ურთიერთობები. თერაპია ფოკუსირებულია აწმყოზე, რაც საშუალებას აძლევს ბავშვებს აღმოაჩინონ კავშირები მოცემულ მომენტში განცდილ ემოციებს, აზრებსა და ქცევებს შორის.

როგორ ეხმარება გეშტალტ თერაპია:

ხელს უწყობს ემოციების გამოხატვას და საკუთარი თავის აღმოჩენას;

ეხმარება ბავშვებს თავიანთი ქცევისა და ემოციების გაცნობიერებაში;

უყალიბებს ნდობას და პრობლემების გადაჭრის უნარს;

აძლიერებს ურთიერთობებს ოჯახთან და თანატოლებთან;

ინტერაქტიული და ექსპერიმენტული ტექნიკის მეშვეობით, როგორიცაა როლური თამაში, ისტორიის შექმნა და შემოქმედებითი გამოხატვა, ბავშვები ინვითარებენ ემოციების მართვისა და კომუნიკაციის გასაუმჯობესებელ უნარებს.

ტექნიკური დეტალები:

  • სერვისი განკუთვნილია: 3-18 წლამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვის
  • შეხვედრის ხანგრძლივობა: 1სთ.
  • შეხვედრის სიხშირე: კვირაში 1 შეხვედრა
  • საფასური: პირველადი ვიზიტის ღირებულება - 75 ლარი, ყოველი შემდგომი ვიზიტი - 70 ლარი
  • ბავშვთა გეშტალტ თერაპევტები: ნინო მჟავანაძე, ხატია ფიცხელაური
  • პირველი ვიზიტი ხორციელდება მხოლოდ მშობლებთან